|
2026-04-24 11:27:18, 3115 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ. „არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით ასევე გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვანმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)