|
2026-04-24 11:02:34, 1996 ნახვა
სამართალი
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორელი სტუდენტი აღმოჩნდა. 27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოტი), მამის მხრიდან ოსური და დედის მხრიდან ქართული წარმოშობის, ცხინვალში სწავლობდა და თბილისს ხშირად სტუმრობდა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ის თბილისში მომხდარის გასარკვევად ჩამოვიდა, მაგრამ შვილის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. მისი თქმით, თამაზი ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს დილით ჩამოვიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს, რის შესახებაც ტელევიზიით შეიტყო. მოგვიანებით ის თავად ჩამოვიდა, მაგრამ შვილთან შეხვედრა ვერ შეძლო. „არაფერი ვიცი, არც კი შემიშვეს, ვერაფერს ვიტყვი, არაფერს მეუბნებიან... მგონი, არასწორად ადანაშაულებენ“, - ამბობს თამაზის დედა და დასძენს, რომ შვილთან დაკავშირებით საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ქალმა ასევე არაფერი იცის საქმეში მონაწილე ორი სხვა ბრალდებულის შესახებ, რომლებიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ასევე ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები და ძებნილები არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა - უცხოური დაზვერვის სამსახურის სახელით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. სააგენტო აცხადებს, რომ დაკავებული უცხოური დაზვერვის სამსახურის მიერ იყო გადაყვანილი, ფსევდონიმით სარგებლობდა და ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. სააგენტოს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯაშუშობის საქმეში დაკავებულს საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგ თემებზე დაევალა: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს - განლაგება, ძალები და აქტივები, ასევე მათი ადგილმდებარეობის ფოტო და ვიდეო გადაღება; საქართველოში სტრატეგიული ობიექტების ადგილმდებარეობა - მათ შორის ხიდები, მაგისტრალები, რკინიგზა და სხვა ობიექტები - ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება და სხვა.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)