23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-23 13:17:20, 2926 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მამუკა მდინარაძე არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც აკისრია სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა. 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ის საქმიანობდა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებები და მიღწევები, როგორც სისტემური გადახალისების, ინსტიტუციური გადახალისების კუთხით, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის კუთხით, კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას და ეს მომავალში მას გააძლიერებს რეპუტაციულად არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics