00:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 20:36:27, 7596 ნახვა

პოლიტიკა
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას, რის მიხედვითაც, თბილისის მერის კახა კალაძის სამეგობრო წრე, რესტორანში, ბერა ივანიშვილის სამეგობრო წრეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შედეგაც ბერა ივანიშვილის მეგობრები სუსმა დააკავა.

როგორც გვარამია ამტკიცებს, მამუკა მდინარაძე ამ ინციდენტს შეეწირა.

"წყაროები ქართული ოცნებიდან და სუსიდან: რესტორანი თბილისის ცენტრში. 20 აპრილი. გვიანი ღამე. კალაძის საძმო vs ბერას საძმო (ძმები ფეიქრიშვილები). სისხლიანი ჩხუბი.

ცხადია, ფეხებზე მკიდია, ვინ ვინ ცემა. ამას იმიტომ ვწერ, რომ სახელმწიფოზე როგორ აისახა და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ, იმაზე მოვყვე.

მოვიდა სუსი. "აკრიფა" ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში. არ ვიცი, რატომ მოცურდნენ ასე, და რატომ გადაწყვიტეს, რომ კალაძე უფრო ტიპია. არ ვიცი, მაგრამ მოცურდნენ.

შედეგი: "პრემიერის" აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას. მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, "შიოლასავით".

ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს. "პატარა სოფელი" | წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics