16:27 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-18 16:25:34, 5341 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე

ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

"სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ არ გვჯერა ხოლმე, თორემ ბიძნას 26 მაისი საერთდ არ ემარტივება. ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა. კიდევ იქნება ასეთები, არაერთი.

არც კობახიძის მიერ აკიდებული მძიმე ტვირთი ემარტივება და არც მისი სიტყვების სჯერა, რითიც ისტერიული წარუმატებელი "პრემიერი" ცდილობს დაარწმუოს, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. დაახლოვებით იგივეს ეუბნება კობახიძე ბიძინას, რასაც ხშირად აქაც წაიკითხავ: არაფერი არ გამოუვა ალიანსს, ხალხი არ გამოვა, უცხოელები დაგვითმობენ, ყველაფერი კარგადაა. და კვლავ, ამისი ინდიკაციაცაა კობახიძის ლატერნატივების გამოგორება და შეთავაზება, საზოგადოების გატესტვა, რა დაამშვიდებს.

ბევრი ხალხის შიში ქვია ამას და თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარმა ყოველთვის უნდა მიიღოს ის, რისიც ეშინია.

26 მაისს თუ ბევრი ვიქნებით, "კაცმა არ იცის რა მოხდება". ბიძნას სჯერა, ისღა დარჩა, ჩვენც დავიჯეროთ, არ დაგვეზაროს, არ შეგვეშინდეს და ბევრნი ვიყოთ.

გვახსოვდეს და თავი არ მოვიტყუოთ: თავებს ყველა ითვლის - ბიძინაც, უცხოელებიც და ჩვენც.

ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე! - წერს გვარამია

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics