|
2026-04-15 16:52:16, 6174 ნახვა
სამართალი
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
ბოლნისში აქტივისტს, ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენ. ნაბიევმა TV პირველს უთხრა, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან. "გუშინ მოვიდა ოთარ ბაირამოვი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს. მითხრა, რატომ წერ რაღაცებს, მოკეტე პირი, მოგკლავო, ბევრი რაღაც მითხრა. მაშინვე შემოვიდნენ 5-7 პირი. ყველამ დამიწყო დარტყმა. რაც მოქალაქეს არ მომწონს, შესაძლოა, ვიდეო გადავიღო და ეს პრობლემა ვაჩვენო". - უთხრა TV პირველს ნაბიევმა. რადიო მარნეულთან გაკეთებულ კომენტარში ნაბიევმა განაცხადა, რომ მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ აიათოლა ალი ხამენეის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო. "9 კაცი შემოვიდა. აღარ მახსოვს მაგათი სახეები. ამ დროს ჩაის სახლში ვმუშაობდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში. სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და, რომ ვუთხარი კი-მეთქი, მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით, ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები". - თქვა ნაბიევმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)