|
2026-04-06 12:28:37, 6207 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან. "გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი. "Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს", – აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)