|
2026-04-03 20:30:18, 6603 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სინოდის სხდომაზე განხილვა ძირითადად პროცედურულ საკითხებს დაეთმო, რაც მრავალი ნიუანსის გამო ხანგრძლივი აღმოჩნდა.
„ერთადერთი საკითხი, რაზე ვიმსჯელეთ ეს არის პროცედურული საკითხი, რომელსაც ბევრი ნიუანსი აქვს, ამიტომ გაგრძელდა დიდხანს. ბევრი ვიმსჯელეთ დაწყებული იქიდან თუ სად შეიძლება ჩატარდეს გაფართოებული სხდომა. დიდი რაოდენობის ადამიანია მოსალოდნელი გაფართოებულ კრებაზე. დაახლოებით, 2000 ადამიანს ველოდებით. ტექნიკური თვალსაზრისით, ამხელა კრების ჩატარება არ არის ადვილი. გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ჩატარდება. ამას დასჭირდება შეზღუდვები, დაცვა და სხვა. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორი იქნება პროცედურა. კიდევ ერთი სინოდის სხდომა იქნება, რომელზეც ჩვენ ავარჩევთ კანდიდატებს, ვფიქრობთ, რომ შემდგი სინოდის სხდომაც დიდხანს გაგრძელდება. კანდიდატები სათითაოდ იქნება განხილული, კენჭისყრაც, კანდიდატებიდან ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს ის იქნება გაფართოებულ სხდომაზე. რაც შეეხება ასაკსა და განათლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი სინოდის სხდომაზე ვისაუბრებთ. დავადგენთ საერთოდ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია, შესაბამისად, ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ. გაფართოებული სხდომა უფრო საჯაროობისთვის არის. ამ სხდომაზე შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის მოხსენება, რომელმაც სინოდის წევრების გადაწყვეტილებზე მოახდინოს გავლენა. გადავწყვიტეთ, რომ როცა დადგებიან კანდიდატები, მაშინ ვისაუბროთ ყველა დეტალებზე“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)