|
2026-04-03 17:03:13, 7185 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი კითხვებზე პასუხებს ითხოვს - დათუნა ჟღენტის დედა, ქეთი ქავთარაძე ამბობს, რომ უკვე წლებია პროკურატურაში დაატარებენ და დოკუმენტებს ამოწმებინებენ, მაგრამ ამ დრომდე ვერავინ დაადგინა, ვინ არის პასუხისგებელი ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების საქმეზე. შვილმკვდარი დედა მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას კახი კალაძეს აკისრებს, რადგან ადგილი სადაც საბედისწერო შემთვხევა მოხდ, სწორედ მუნიციპალიტეტის კონტროლქვეშაა. ეს არის სისტემური მკვლელობაა აცხადება ახალგაზრდა ქალი.
ადვოკატის შეფასებით ეს საქმე ხარვეზებით არის სავსე. არ არის ჩატარებული უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებები, იკვეთება გამოძიების უმოქმედობა და გარკვეული პირებისა და უწყებებისადმი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ნიშნები. შეგახსენებთ, რომ 16 წლის დათუნა ჟღენტი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. 2023 წლის 10 ივლისს უბედური შემთხვევა ე.წ. სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა. 2023 წლის 11 ივლისს ვაკის გამგეობამ დაწერა: "ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა". მაშინ უწყებამ დაწერა, რომ მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)