03:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-03 12:55:58, 5818 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რადიო თავისუფლებას, ტაბულას, ნეტგაზეთი და პუბლიკა "პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში და დარწებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ".

პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ "ყველაფერს აკვირდებიან და ყველაფერზე ექნებათ რეაგირება".

"მნიშვნელოვანია, არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში და მათ შორის, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს და ასევე, იქვე განვაცხადეთ, რომ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევების მცდელობები. ვხედავთ, რომ მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონე, პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები - რადიო თავისუფლება, ტაბულა, პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვს რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინ გამოცემებს სხვას - პუბლიკას, ნეტგაზეთს და ა.შ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.

ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში, როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას საქართველოს ეკლესიის საქმეებში.

კიდევ ერთხელ - ჩვენ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით. აქედანვე უნდა იცოდეს, ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ამ ყველაფერს ვაკვირდებით და რა თქმა უნდა, ყველაფერზე გვექნება რეაგირება", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics