|
2026-04-03 11:32:28, 5590 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას
სინოდის დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული სამი კანდიდატის გამოსარჩევად. სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება. წინმსწრები იქნება ეს შემდეგი სინოდი გაფართოებული კრების. გაფართოებული კრება 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა, ასე არის დებულებაში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. მას გაფართოებული სხდომა სჭირდება. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც საქართველოს ეკლესიას გააჩნია“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, სინოდი დღეს საკითხების დასაზუსტებლად იკრიბება, რათა მიერ სამი კანდიდატის გამოსარჩევად შეკრების დროს აღარ იყოს სამსჯელო საკითხები და მოხდეს არჩევა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)