|
2026-04-01 20:43:44, 32146 ნახვა
პოლიტიკა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც ფასების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეცაა, გასულ წელს კუთვნილი სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით. ამის შესახებ მან ჩაწერა 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც დღეს, 1 აპრილს გასაჯაროვდა. შემოსავალიდეპუტატი ფლობს არაერთი კომპანიის წილს, თუმცა როგორც დეკლარაციაში ის უთითებს, შემოსავალი მიიღო მხოლოდ ორი კომპანიიდან:
დეპუტატმა პარლამემნტში მუშაობის დროს, გასულ 2025 წელს 119 732 ლარი გამოიმუშავა. პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა, მაკა კვიციანმა ასობით ათასი ლარი დახარჯეს მოგზაურობასა და საყიდლებში.
ამავე პერიოდში პოლიტიკოსმა დახმარების სახით (მათ შორის მშობლებისთვის) 310 ათას ლარზე მეტი თანხა გასცა. თანხაპოლიტიკოს საბანკო ანგარიშეებზე აქვს:
მასვე ნაღდი ფულის სახით, ე.წ. ქეშად აქვს:
ძვირადღირებული ქონებადეკლარაციაში წერია, რომ ქონების ნაწილი შოთა ბერეკაშვილს ეკუთვნის, ნაწილი კი მის ცოლს, მაკა კვიციანს. მათ სახელზეა რეგისტრირებული: თბილისში
ბორჯომში, დაბა ბაკურიანში
ავტომანქანები (ყიდვის მომენტისთვის):
შოთა ბერეკაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2024 წლის არჩევნების შემდეგ გახდა. ის სიაში მე-16 ნომერი იყო, თუმცა ჩამონათვალში მის წინ პარტიამ არაერთი მილიონერი ჩაწერა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)