|
2026-04-01 11:38:04, 6049 ნახვა
საზოგადოება
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას ეხებოდა, დასრულდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. „დაგეგმილი გვაქვს დიდი დიღმის დასახლების მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება, რაც ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის და კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში, ტრამვაის ხაზების დემონტაჟი მოხდა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც გუშინ დასრულდა. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთში არის რეგისტრირებული. ოთხივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიებს, რომელთაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ტრამვაის ხაზის ძირითად პარამეტრებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ტენდერი გამოცხადებული იყო აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესების შესაბამისად. „ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტრამვაის ხაზის ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამი ეტაპისგან შედგება - კონცეპტუალური პროექტი, დეტალური პროექტი და მშენებლობა, რომელთა ჯამური ვადა შეადგენს 36 თვეს.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)