04:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 21:55:17, 2045 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება". ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამასთან, სამთავრობო TV იმედს პენიტენციურში უთხრეს, რომ სააკაშვილს დაბალი წნევა ჰქონდა და "შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ" დაურეგულირდა.

"მსჯავრდებულის განცხადებით, დაცემის შედეგად სტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ ფიქსირდება" - ციტირებს TV იმედი პენიტენციურ სამსახურს.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს "გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება".

"თბილისიდან სასწრაფოდ გამოიძახეს პენიტენციურის ექიმები. 2021 წლიდან რამდენიმე ქრონიკული დაავადება სავარაუდოდ იყო ამ ამბის მიზეზი" - წერს ჟორჟოლიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics