|
2026-03-30 14:24:07, 2879 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია - ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის მთავარი საფუძველია გაზრდილი მოხმარება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქსა და რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფები იზრდება ხუთი თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის, ანუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, სხვადასხვა ძაბვის საფეხურების მიხედვით, ტარიფი განსხვავებულია და ზრდა შეადგენს 4-დან 6 თეთრამდე. ნარმანიას თქმით, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფების ზრდის მთავარი საფუძველი არის ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება. „გათვალისწინებულია ასევე ენერგიის გაზრდილი ფასები და ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეებში. ამასთან, განსაზღვრულია ინვესტიციების ოპტიმალური მოცულობა, რათა ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. ამასთან, საინვესტიციო მოცულობა ბოლო პერიოდში დაკორექტირდა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ისე დამტკიცდა, რომ ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონოდა. კომისიის შეფასებით, ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გაიზრდებოდა ავარიები და ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტები, რის შედეგადაც ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდებოდა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, – აღნიშნა ნარმანიამ.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)