|
2026-03-29 17:33:21, 2972 ნახვა
საზოგადოება
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას, - ამის შესახებ ქადაგებისას ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს პატრიარქობა არის „მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა“. მიტროპოლიტმა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა. „დიდი მითქმა მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ტელევიზიებში ათას რამეს ჰყვებიან, ათას რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახლებენ, მიჰყვებიან ყველა თითქოს მნიშვნელოვან ამბავს, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდანაც შეგახსენებთ - უფალი გვაფრთხილებს, „მოვა დრო, როცა იტყვიან აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე“. ნუ დაუჯერებთ ნურავის, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება, ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის - უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა, ამიტომ ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას უნდა ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც”, - განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. საკვირაო წირვა ალავერდის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დავითმა სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღასრულა, რის შემდეგაც პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)