05:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 18:14:56, 1628 ნახვა

პოლიტიკა
ირანი გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საწყობის დაბომბვას იუწყება, უკრაინა - უარყოფს

ირანი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბა.

ირანის სამხედრო წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ეს შეიარაღება აშშ-ის ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა.

"მას შემდეგ, რაც დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა, დუბაიში მდებარე უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საწყობი დაიბომბა და განადგურდა", - ნათქვამია ირანის სამხედრო ცენტრალური ოპერატიული სარდლობის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. სამინისტროს სპიკერმა ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სიცრუე" და "დეზინფორმაცია" უწოდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics