|
2026-03-27 18:18:43, 1336 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი: „ოცნების“ წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს
თავის ანგარიშში, სახელწოდებით „დეზინფორმაციული დიპლომატია: როგორ ცდილობენ ბოროტი აქტორები დემოკრატიის შელახვას“, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი კრიტიკულად აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. დოკუმენტში განხილულია დემოკრატიული უკუსვლა, ავტოკრატიული კონსოლიდაციის რისკები და დასავლური პოლიტიკისგან თავის დაღწევა. ბრიტანელი კანონმდებლები მოუწოდებენ მთავრობას, განიხილოს დამატებითი სანქციების დაწესება იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შემაფერხებლად და დეზინფორმაციის გამავრცელებლად მიიჩნევენ. ანგარიშის ცალკე თავი ეთმობა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, სადაც აღნიშნულია, რომ მან ფინანსური კაპიტალი რუსეთში დააგროვა და საქართველოში პრორუსული ნარატივების გავრცელებაშია ჩართული. „კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიის მუდმივი გაუარესების გამო, რამაც, ამჟამინდელი ტრაექტორიით, შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ავტოკრატიის ჩამოყალიბება რუსეთის გავლენის სფეროში, ბელარუსის მსგავსად“. ანგარიში გმობს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასთან, ოპოზიციის რეპრესიებთან, ლეგიტიმური პროტესტების შეზღუდვასთან და დეზინფორმაციის გავრცელებასთან. ავტორების თქმით, ეს ქმედებები „რუსულ სცენარს“ იმეორებს და თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე მიუთითებს. „ანგარიში ასევე მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც კანონიერი საპროტესტო აქციების საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული ქართველი თანამდებობის პირების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს“, - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიში ასევე იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც ხაზს უსვამს დამატებითი ზომების საჭიროებას. კერძოდ, იგი გვთავაზობს მიზნობრივი ფინანსური და სავიზო სანქციების გაფართოებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც, ავტორების აზრით, ხელს უწყობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ასუსტებენ ქვეყნის ევროპულ პოზიციას. „მოვუწოდებთ მთავრობას, დააწესოს ახალი მიზნობრივი ფინანსური და სავიზო სანქციები „ქართული ოცნების“ იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოელი აგენტების“ კანონს, ქართველი კლეპტოკრატების და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქართული მედიაორგანიზაციების მიმართ. ეს დამატებითი სანქციები მნიშვნელოვნად გაზრდის იმ პირთა ხარჯებს, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართველი ხალხის ევროპული კურსისკენ სწრაფვას და გააგზავნის ძლიერ სიგნალს, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში და არა ავტოკრატიას“, - ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნულია, რომ ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენების ანალიზისას ეყრდნობიან საერთაშორისო და სამართლებრივ დოკუმენტებს, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებს და მოსკოვის მექანიზმის დასკვნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)