17:02 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 15:19:13, 1203 ნახვა

პოლიტიკა
ალიევმა ილია II-ს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა. მან საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ილია II-მ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებსა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის დიდ პატივს მიაგებენ. 

გარდა ამისა, ალიევმა ისაუბრა ილია II-ს როლზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარებაში. 

ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძესაც შეხვდა. პატარაძემ ალიევს საელჩოში მისვლისა და სამძიმრის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics