|
2026-03-25 13:34:47, 2698 ნახვა
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს
მორწმუნეები სიონის საპატრიარქო ტაძარში იკრიბებიან, რათა ილია II-ის ხსოვნას მის საფლავთან პატივი მიაგონ. გარდა ამისა, ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს აღავლენს. სიონის საკათედრო ტაძარში წირვა 14:00 საათზე დაიწყება. „როგორც ცნობილია, მეცხრე დღეს, ისევე როგორც მეორმოცე დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს ასევე ავტოკეფალიის აღდგენა აღინიშნება, დღე, რომელსაც ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად აქ პარაკლისს აღნიშნავდა. დღეს აქ ავტოკეფალიის აღდგენის პატივსაცემად პარაკლისი აღევლინება, რასაც მოჰყვება პანაშვიდი ილია II-ისთვის“, - აღნიშნავს სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ის 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)