|
2026-03-24 17:02:06, 2694 ნახვა
საზოგადოება
27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 27 მარტამდე გაგრძელდება. პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობას II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამისათვის, მათ 27 მარტამდე უნდა დაწერონ ბმულზე. ინფორმაციისთვის, ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და დრო შეზღუდული არ არის. ევერესტის ოლიმპიადის მეორე ტური დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. შედეგები კი 4 მაისს გამოქვეყნდება. ტესტირება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე: 28 მარტი თბილისი: ისანი - სკოლა შავნაბადა; დიდი დიღომი - სკოლა ინტელექტი რუსთავი; ყვარელი; გორი; საჩხერე; თერჯოლა; ფოთი; ლანჩხუთი; ბათუმი; ამბროლაური. 29 მარტი თბილისი: საბურთალო - მაღლივის ბიბლიოთეკა; ნახალოვკა - კერძო სკოლა ლამპარი ქუთაისი; სენაკი; ზუგდიდი; ახალციხე. რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)