|
2026-03-22 13:54:57, 4299 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქმა და მიტროპოლიტმა შიომ ილია მეორეს წესი აუგეს
სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის წესის აგების მსახურება აღასრულა მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომეოსმა. მსახურება პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა აღასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლა ეკლესიის დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას“, - განაცხადა მან. „საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე, წმინდა იერარქიას კი - ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღველმთავარმა მიიღო მღველმთავრობის საღვთო მადლი“, - თქვა მსოფლიო პატრიარქმა. „პატივცემულ სახელმწიოფ ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვანე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი“, - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)