13:12 - 17 Aug, 2026
|
2026-03-20 13:51:10, 2063 ნახვა
საზოგადოება
ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, სტრასბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გენერალური მდივნის ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ დაეშვა ევროპის დროშა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება. ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)