13:14 - 17 Aug, 2026
|
2026-03-20 12:08:56, 1834 ნახვა
საზოგადოება
რიგი არ წყდება - სამებაში პატრიარქის პანაშვიდი გრძელდება
სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები სამების ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ. ტაძარში დღეს დილიდანაც პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველთა რიგია. ქვეყანაში უკვე მესამე დღეა გლოვაა. ამ წუთებშიც სამების საკათედრო ტაძრის ეზო ხალხით არის გადავსებული. ცოტა ხნის წინ ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს ქართველმა სამხედროებმაც. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჯარისკაცები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)