|
2026-03-14 14:33:04, 3250 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციურმა ხელშეკრულება შეუწყვიტა ილი ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელი იყო პატიმრების კვებაზე
პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება შეუწყვიტა შპს „ილი ჯგუფს“, რომელიც პასუხისმგებელი იყო პატიმრების კვებაზე. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის 10 მარტის წერილით მოთხოვნილი იყო, რომ შპს „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ჯეროვანი ვალდებულებების შესრულება აღედგინა 11 მარტის დილის 09:00-დან, რაც არ განხორციელდა და პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ დაფიქსირდა კვების მომსახურების არაჯეროვანი მიწოდების ფაქტები, არ განხორციელებულა კვების მარაგების შევსება“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში. დოკუმენტაციის მიხედვით, პენიტენციურმა კომპანიას 2023 წლის 11 ინავარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ცალმხრივად, ვადაზე ადრე, 12 მარტიდან შეუწყვიტა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ილი ჯგუფს“ არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 1,137,052 ლარი. 4 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითა ირკვევა, რომ „ილი ჯგუფი“ პატიმრებს 6 წლის განმავლობაში უხარისხოდ კვებავდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ასეულობით დარღვევის ფაქტის შესახებ იცოდა პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა „ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტდა და 6 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პატიმრების კვებისთვის 180 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ სამინისტროს „ილი ჯგუფთან“ „გართულებული ჰქონდა ურთიერთობა. მან პირგასამტეხლოთი დაკისრებულ თანხებზე სასამართლო დავის დაწყებაც არ გამორიცხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)