|
2026-03-12 15:24:16, 3209 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძის გამოკითხვა დასრულდა
სამ საათიანი გამოკითხვაა დასრულებულია - გივი თარგამაძემ სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. პოლიტიკოსის თქმით, მდინარაძის უწყების გამომძიებლებს აინტერესებდათ, რაზე დაყრდნობით ამბობს, თარგამაძე რომ საქართველოში მოქმედი ეგრეთწოდებული უნივერსიტეტი ქვეყნისთვის საფრთხის მომტანია. [გამოკითხვის]ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო, რომ არა. შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება. ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტი იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას. ყველაფერი[რასაც ვამბობ] მქონდა ღია წყაროებიდან და მათაც აქვთ, ამ ფაქტებს შესაბამისი მუშაობა უნდა. სამწუხაროდ, აქ ჩვენი გამოკითხვების პარალელურად, ეს პროცესები ვითარდება ძალიან საჯაროდ და შეუჩერებლად“,- განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სუს-თან შეკრებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გივი თარგამაძის მხრიდან, ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხები გაეცა. ნათელია, რომ თარგამაძე იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, ამ ქვეყნის პატრიოტის, ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა - თქვა უფლებადამცველმა. ყველა დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხები. ნათელია, რომ გივი იმ განცხადებების ფარგლებში, რაზეც დღეს დაიკითხა, საქართველოს გულშემატკივრის, ამ ქვეყნის პატრიოტის, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდა. რაც შეეხება საფრთხეებს, რასთან დაკავშირებითაც დაკითხვის დროს უშუალოდ მიდიოდა ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება - ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის, აქ მყოფი ჟურნალისტების, ოპერატორების, გამვლელი ადამიანების, აქ მომუშავე ხალხის თუ აქ დაკითხული პირების, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველას ინტერესში შედის, რომ ჩვენს ქვეყანაში ისლამური ფუნდამენტალიზმი არ გავრცელდეს. ამასთან ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი გარე ჩარევისგან“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)