09:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 23:30:31, 3301 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) - საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიას

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიას და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ახალი საკანონმდებლო პაკეტი მკაცრად ზღუდავს უცხოურ დაფინანსებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, რაც შესაძლოა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პარალიზებამდე მივიდეს. ასევე აღნიშნულია, რომ კანონით შეიძლება დაისაჯოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საჯარო კრიტიკა, რაც ზრდის ცენზურის რისკს.

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯები აძლიერებს ზეწოლას მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ორგანიზაცია ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს განიხილონ მიზნობრივი სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სანქციები უნდა შეეხოს არა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, არამედ იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მოსამართლეებსაც, რომლებიც მედიის წინააღმდეგ ზეწოლაში მონაწილეობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics