11:04 - 18 Aug, 2026
|
2026-03-06 14:18:41, 3235 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
6 მარტს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ოლისოვი ირანის საელჩოში მივიდა და ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის Facebook-ზე გამოქვეყნდა. "აქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის სახელით და პირადად ჩემი სახელით ირანელი ხალხის მიმართ უღრმეს მწუხარებას გამოვხატავ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მრავალი უდანაშაულო მოქალაქის ცინიკური მკვლელობის გამო. დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენი ფიქრები ირანელ ხალხთანაა",- თქვა დმიტრი ოლისოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)