|
2026-03-05 16:57:38, 2322 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი: ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, უნდა გაკეთდეს ახსნა-განმარტება, მოგვიხადონ ბოდიში
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის დრონებით იერიშს "ტერორისტული აქტი" უწოდა და დაგმო ის. მისი თქმით< "ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცენ". "დღეს ირანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯს ტერორისტულ აქტს. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტება, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ", - თქვა ილჰამ ალიევმა. 5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა - ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას". აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები". ცოტა ხნის წინ ირანმა იერიში უარყო და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ირანი "მეზობელ ქვეყნებს არ უმიზნებს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)