2026-03-04 13:04:59, 6614 ნახვა
ეკონომიკა
ქლიავი და ქორწინების ბეჭედი - რა გაძვირდა თებერვალში
2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. ამ პროდუქტების ჩამონათვალში ყველაზე დიდი რაოდენობითაა სასურსათო პროდუქტები - 92 ერთეული, რაც განპირობებულია იმით რომ სამომხმარებლო კალათაზე სურსათს ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ფასების დეტალური ინდექსის თანახმად, 2026 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად - 92%-ით ქლიავი არის გაძვირებული. მეორე პოზიციაზეა 74%-ის გაძვირებით ქორწინების ოქროს ბეჭედი, მესამეზე კი 50%-ის ფასის მატებით ლიმონია.
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 28%-ით მწვანილი არის გაიაფებული, 22%-ით შემცირდა კომბოსტოს ფასი, ტელევიზორის და ხახვის ფასი 19-19%-ით, მაცივარი კი წლიურად 18%-ით გაიაფდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,