|
2026-03-02 19:33:01, 1957 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელის ელჩი: მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან.
"განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან. ამ დრომდე მათ არ შევვხედრილვარ, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“ — ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია. "ახლა ისრაელის რამდენიმე ათასი მოქალაქე იმყოფება საქართველოში, მათ მოსწონთ აქ ყოფნა, დარწმუნებული ვარ, ძალიან შეფოთებულები არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ. ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა მათ იცოდნენ, ჩვენ არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ, ყველას, ვინც ისრაელშია. ჩცვენ ვეკონტაქტებით თელ ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ" - ამბობს ელჩი. ვალიდ აბუ ჰაია აღნიშნავს, რომ "ირანის რეჟიმის მთავარი მიზანი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ნებისმიერ სფეროში, მიმართულია ისრაელის დაზიანებისკენ". მისი თქმით, "ჩვენ და ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ დავარტყათ ამ რეჟიმს". "ჩვენი მთავარი მიზანია, საბოლოოდ მოვაშოროთ ირანის საფრთხე ისრაელის სახელმწიფოს, ამასთან, ეს რეჟიმი საფრთხეა თავად ირანელი ხალხისთვისაც. ვნახეთ, რომ იანვარში თეირანსა და სხვა ქალაქებში მასობრივად დახოცეს 36 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თავისუფლებას ითხოვდა" - ამბობს ისრაელის ელჩი ფორმულასთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)