|
2026-02-28 14:07:04, 4821 ნახვა
სამართალი
დედას რომელიც შვილს მათხოვრობას აიძულებდა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ დედას, რომელიც შვილს მუქარის გამოყენებით ქუჩაში მოწყალებას აიძულებდა, ბრალდება წარუდგინდა. როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული არასრუწლოვან შვილს ყოველდღიურად შესაგროვებელ თანხის რაოდენობას უწესებდა და მას, ზამთარ-ზაფხულ, მოწყალებას ათხოვნინებდა. დაკავებულ დედას 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. ბრალდებული ყოველდღიურად უწესებდა არასრულწლოვანს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთარის ცივ და წვიმიან ამინდში, არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა -ტრეფიკინგი, არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი: იძულებით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)