|
2026-02-27 22:00:22, 1780 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: „იმედისა“ და „პოსტ ტვ-ის“ წინააღმდეგ სანქციები ინფორმაციული მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის
ევროპარლამენტარი კრშიშტოფ ბრეიზა მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს და გააანალიზოს კრემლის პროპაგანდის მიერ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში შექმნილი საფრთხე. პოლონელი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საკითხი სცილდება ერთი ქვეყნის შიდა მედია გარემოს და პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის გაფართოების პროცესის სანდოობასთან. „დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „იმედისა“ და „პოსტ ტელევიზიის“ მიმართ სანქციების დაწესების შესახებ მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის რუსეთის ფარგლებს გარეთ ინფორმაციის მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და შესაბამისად, კავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, დაიცვას თავისი მდგრადობა გარე ჩარევის მიმართ და უზრუნველყოს ევროკავშირის ღირებულებების, ასევე საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნების დაცვა. კანდიდატ ქვეყანაში პრორუსული ნარატივების სისტემატური გავრცელება პირდაპირ გავლენას ახდენს გაფართოების პროცესის სანდოობაზე. ამ კონტექსტში: აფასებს თუ არა ევროკომისია, ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურთან ერთად, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საფუძვლებსა და მტკიცებულებებს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ასეთი სიების განხილვა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ნაწილად? რა ინსტრუმენტების გამოყენებისთვის არის მზად კომისია, როდესაც კანდიდატ ქვეყნებში მედია ხელს უწყობს რუსეთის ჩარევას?
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)