|
2026-02-25 18:54:11, 2044 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა
2025 წელს გერმანიაში დეპორტაციის თაობაზე გაცემული ბრძანებების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გაიცა (671), მას მოსდევდნენ ალბანეთის (661) და თურქეთის (618) მოქალაქეები. ეს სამი ქვეყანა წინა წელსაც დეპორტაციის ძირითადი წარმოშობის ქვეყნები იყო, თუმცა მაშინ სიაში დიდი სხვაობით (923) ალბანელები ლიდერობდნენ. ეს სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო dpa-მ გამოაქვეყნა, გერმანიის მთავრობის პასუხზე დაყრდნობით, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგში მემარცხენე საპარლამენტრო ფრაქციის მიერ დასმულ შეკითხვაზე გასცა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიიდან დეპორტირებულების რაოდენობა 2025 წელს ოდნავ შემცირდა - 8 232 უცხოელმა მოქალაქემ დაკარგა ბინადრობის უფლება. 2024 წელს გერმანიიდან 9 277 უცხოელი იქნა დეპორტირებული. 2023 წლის დეკემბერში გერმანიის ხელისუფლებამ საქართველო თავშესაფრის მოთხოვნისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. თუმცა, 2025 წელს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი თქვა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევაზე, როდესაც განიხილავდა ამ ქვეყნიდან ჩამოსულ წყვილთან დაკავშირებულ საქმეს. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის ქვეყნებმა საბოლოოდ დაამტკიცეს ცვლილებები დეპორტაციის წესებში, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლების უფრო სწრაფად გაძევების საშუალებას იძლევა იმ ქვეყნებში არსებული თავშეფრის მომწოდებელ ცენტრებში, რომლებთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 23 თებერვალს მიიღო და ძალაში 12 ივნისს შევა, თავშესაფრის წესების საერთოევროპული რეფორმის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)