|
2026-02-25 15:00:22, 1907 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის წარმომადგენელი ასახელებს პირობებს, რას ითხოვს ბრიუსელი ქართული ოცნებისგან
ევროკომისია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ ქართველი მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს და შეცვლიან სამოქმედო კურსს - განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოს საკითხზე დებატების დროს გააკეთა. ჟან ბატისტ ლიბრა თვლის, რომ ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სახელია. კომისიის 2025 წლის ანგარიშმა საქართველოზე, მკაფიოდ ასახა ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად. ანგარიშმა ასახა გაფართოების პროცესის ფუნდამენტების უკუსვლა, ისევე როგორ, 9 ნაბიჯზე, რა პირობითაც, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. კომისია საქართველოს მხოლოდ სახელობითად მიიჩნევს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნად. მაშინ როდესაც, ჩვენ ვუდასტურებთ სოლიდარობას ქართველ ხალხს და მათ ევროპულ მისწრაფებებს. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ და მიიღო არასწორი ზომები, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ევროკავშირის ინსტიტუციები, ისევე როგორც კომისია, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას, თანმიმდევრულად პასუხობს. კომისიამ შეამცირა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები და შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ მიემართებოდა ხელისუფლებას. კომისიამ დააინიცირა პროცედურები, რათა გააქტიურებულიყო უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გადახედვა. ევროკომისია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ ქართველი მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს და შეცვლიან სამოქმედო კურსს"- თქვა მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)