14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 14:23:05, 1437 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის - 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ თქვენი მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

"ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომის 4 წლის დასრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, თქვენ აჩვენეთ რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა თქვენს ქვეყანას დამართა.

ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში ის რუსეთმა წააგო და თავისი საომარი მიზნების მიღწევა ვერ შეძლო. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ თქვენი მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ეს თარიღი ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია - 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ჩვენ ყველა მოწმე უნდა გავხდეთ რუსული ოკუპაციის დასრულების სხვაგანაც - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ აღიარებს. დიდება უკრაინას!". - განაცხადა ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics