|
2026-02-24 14:02:39, 1068 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. "გახსოვთ, ბევრი დავობდა იმაზე თუ რატომ გაასხვისა რუხაძემ იმედის წილები. როგორც მაშინ ვამბობდი, ამის მიზეზი იყო ბრიტანული სანქციების მოლოდინი. დღეს ეს დადასტურდა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა სწორედ იმედი და პოსტ ტვ დაასანქცირა, როგორც რუსული დეზინფორმაციის სუბიექტი/ორგანიზაციები. ისიც ბევრჯერ მითქვამს ამ მავნებელი პროპაგანდისტებისთვის საჯაროდ, ძალიან ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ თქვენ დასანქცირდეთ ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობისთვის და რუსული დეზინფორმაციით ხალხის მოწამლისთვისთქო. ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას თუ მან ქვეყნის ბედით თამაში არ შეწყვიტა.The worst is yet to come " - წერს თინა ბოკუჩავა. დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)