14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 13:55:53, 1333 ნახვა

პოლიტიკა
გიორგუ ბურჯანაძე განმარტავს რისთვის და როგორ დაასანქცირეს Imedi TV და PosTV

უფლებადამცველი  გიორგი ბურჯანაძე და პოს ტვ-სა და იმედის დასაქნცირებას ეხმაურება. იგი განმარტავს რა სახის სანქციები გაატარა დიდმა ბრიტანეთმა და რისთვის.

"დიდმა ბრიტანეთმა Imedi TV და PosTV დაასანქცირა რუსული სასანქციო რეჟიმით შემდეგი მიზეზების გამო: 1) განზრახ ავრცელებს და წარსული ავრცელებდნენ ქართული აუდიტორიისთვის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. აღნიშნული შეფასებულია როგორც უკრაინის დესტაბილიზაციის გამომწვევი და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი; 2) რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ უკრაინული მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არიან არალეგიტიმურები და რომ უკრაინა არის დასავლეთის "მარიონეტი", რომ უკრაინა არის კორუფციული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი მიზნად ისახავენ საქართველოს დესტაბილიზაციას.

სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია:

1) Asset Freeze - ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;

2) Trust Services Sanctions - გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას.

3) Director disqualification - კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.

ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე" | წერს გიორგი ბურჯანაძე.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics