|
2026-02-21 13:58:16, 1765 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო ადასტურებს, რომ ახალ პასპორტებს პრობლემა აქვს და განმარტებას აკეთებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ადასტურებს, რომ ახალ პასპორტებს პრობლემა აქვს და განმარტებას აკეთებს: როგორც გავცრელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს, სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ. გავრცელებულ კონკრეტულ ერთეულ შემთხვევებს სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში, ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ისე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა. მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს, სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება. აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)