|
2026-02-20 12:16:59, 764 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე: სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულები გადამოწმდებიან
სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების "აქტიურ პროცესს" იწყებს. ამის შესახებ ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა "შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში". სარჯველაძის მტკიცებით, ამის გამო "იქმნებოდა ნიადაგი რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად". მისი შეფასებით, "დროა, წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს". "ჩვენი მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე, იმ მრავალი შეღავითით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლები ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში. ამგვარად იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის" - თქვა სარჯველაძემ. მისივე ინფორმაციით, მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, |რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორის გამო მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც ეკუთვნით შემწეობა". მაგალითისთვის, სარჯველაძის თქმით, ერთერთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად. ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მან მოუწოდა ყველას, "ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერავითარი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან". სარჯველაძე აღნიშნავს, რომ პროცესი იქნება "საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკურპულოზურ მუშაობას".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)