|
2026-02-19 14:43:03, 1628 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა. მას ბრალად ედება საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენება. The.independent წერს, რომ ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, რომელსაც დღეს 66 წელი შეუსრულდა, ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში დააკავეს. პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინცი ფილიპეს მეორე ვაჟია. კონკრეტულად, რას ედავებიან პრინც ენდრიუს, ჯერჯერობით უცნობია. 2025 წელს პრინც ენდრიუს ყველა ტიტული ჩამოერთვა და მან უინძორების სასახლე დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაღრმავდა ეჭვი მის კავშირებზე სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან. ბუკინგემის სასახლემ განცხადებაში თქვა, რომ პრინც ენდრიუს 30 ოქტომბრიდან ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ეწოდებოდა. ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ პრინცი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)