12:58 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 14:29:04, 693 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინამ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა.

"ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცვლის ბელარუსის სუვერენიტეტს პირადი ხელისუფლების შენარჩუნებაზე, ეხმარება რუსებს მსოფლიო სანქციების გვერდის ავლაში, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა კიდევ უფრო ზრდის საკუთარ მონაწილეობას ომის გაჭიანურებაში" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2025 წელს რუსეთის არმიამ ბელარუსში საიერიშო დრონების მართვის სისტემა განათავსა, რამაც რუსული დრონების მოქმედების ეფექტური რადიუსი გაზარდა. ზელენსკის თქმით, ბელორუსის მხრიდან მსგავსი დახმარების გარეშე უკრაინის ენერგეტიკულ და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებს დღევანდელი მასშტაბი ვერ ექნებოდათ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსის 3 ათასზე მეტი საწარმო "რუსეთის ომს ემსახურება" - ისინი რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნიკას, აღჭურვილობას და კომპონენტებს აწვდიან, მათ შორის, რაკეტების წარმოებისთვის.

"გრძელდება ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება ბელარუსის ტერიტორიაზე საშუალო სიშორის ორეშნიკის ტიპის რაკეტების განთავსებისთვის, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველა ევროპელისთვისაც" - თქვა ზელენსკიმ.

დაწესებული სანქციები როგორც ეკონომიკურ ასევე სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics