|
2026-02-17 14:13:57, 1070 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
ერთი ქართველი სპორტსმენი და ერთი კრეატორი - ეს საქართველოს ბანკის ახალი YouTube პროექტია. პროექტი “ფორმაში” მაყურებლებს ერთი სუნთქვით სანახავ ეპიზოდებს ჰპირდება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სპორტსმენები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ. თითოეული ეპიზოდის განმავლობაში, გადაცემის მონაწილეები 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველი ეპიზოდი 17 თებერვალს, საქართველოს ბანკის YouTube არხზე - @argacherde განთავსდება, სტუმრები კი იქნებიან სპორტსმენი, გიორგი ლორია და კრეატორი, გიორგი ქორიძე. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-ი, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)