|
2026-02-11 23:05:29, 887 ნახვა
პოლიტიკა
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და მის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა. ხორვატიის პრეზიდენტს ორბელიანის სასახლეში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დახვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მილანოვიჩს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მეექვსე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე. 13 თებერვლის ჩათვლით, ხორვატი პოლიტიკოსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. პრეზიდენტი მილანოვიჩი მეორე ვადით 2025 წლის იანვარში ხელახლა აირჩიეს. მას რუსეთთან დაკავშირებით ორაზროვანი პოზიციის მქონე ადამიანის რეპუტაცია აქვს. ზორან მილანოვიჩმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ აკრიტიკებს კიევს. მილანოვიჩმა კიევი გააკრიტიკა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც კი. 2022 წლის იანვარში მან ქვეყანას „მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული“ უწოდა და მზარდი ესკალაცია, რომელიც მოგვიანებით რუსეთის შეჭრით დაგვირგვინდა, რაც „რუსეთის დერეფანში ხდებოდა“. მილანოვიჩმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარება და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. 2022 წლის სექტემბერში ხორვატიის პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინის მიმართ სულელურად და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებში შეუსაბამოდ შეაფასა. მან დასძინა, რომ დასავლეთმა რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინის მინსკის შეთანხმებების დაცვა. ხორვატიის პრეზიდენტი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს „უაზროდ“ და „აბსურდულად“ მიიჩნევს.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)