|
2026-02-11 13:08:56, 1440 ნახვა
სამართალი
სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში ხმაურია, ბრალდებულებმა და ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს
"ძირს რუსლი რეჟიმი" - ეს შეძახილები ისმის ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში, სადაც სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 პირის პროცესზე ბრალდებულებმა და ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, სხდომათა დარბაზიდან ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და გააძევა. მოსამართლესა და დიმიტრი საძაგლიშვილს შორის კამათი, ადვოკატის შეკითხვას მოჰყვა, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის მიმართ. დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა თბილისში 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია და იცნობდა თუ არა შსს-ს განცხადებებს, იმ დღეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვას კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოჰყვა შეკითხვის განრიდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლეს მოსთხოვა, რომ აეხსნა, თუ რატომ განარიდა მისი შეკითხვა, რასაც შემდგომ კამათი მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ გააძევა მოსამართლემ საძაგლიშვილი სხდომიდან, რის შემდეგაც კიდევ ერთი ადვოკატი, შოთა კახიძეც გააძევა. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, სხდომა ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ბრალდებულებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა დატოვეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მუნდა მომხდარიყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)