|
2026-02-08 21:40:24, 1038 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე განათლების ე.წ რეფორმაზე: ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ
ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "განათლების რეფორმას ბოლომდე მიიყვანენ". პროპაგანდისტული იმედის ეთერში მან უმაღლესი განათლების სისტემასა და უნივერსიტეტების რაოდენობაზე საუბრისას თქვა, რომ რესურსი ირაციონალურად გამოიყენება. "საქართველოს დედაქალაქში ჩვენ გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის დარგობრივი უნივერსიტეტი, ესეც არის ჩამოყალიბებული ბოლო 35 წლის განმავლობაში, როგორც მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. ერთ მარტივ მაჩვენებელს მოვიყვან - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 60% გადის არატექნიკურ კურსებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ესენია არატექნიკური დისციპლინები, შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა დაახლოებით ისეთ უნივერსიტეტად, როგორიცაა თსუ, როგორიცაა ილიას უნივერსიტეტი და ერთ ქალაქში გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, გერმანია. ერთადერთი პრეცედენტია ბერლინი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც არის 2 უნივერსიტეტი. ყველა სხვა ქალაქში, მათ შორის, მილიონიან ქალაქებში არის თითო უნივერსიტეტი და საქართველოში, სადაც არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული დეფიციტი, მათ შორის, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება, ერთ ქალაქში გქონდეს, მაგალითად, 3 იურიდიული ფაკულტეტის შენარჩუნების ფუფუნება. [...] თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი რეფორმის შინაარსთან დაკავშირებით, უნდა გამოვიდეს საკუთარი არგუმენტებით და არა უარგუმენტო კრიტიკით იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმას ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ეს რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ"- თქვა კობახიძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)