|
2026-02-08 17:42:35, 1094 ნახვა
მსოფლიო
ბაბიში: რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესი ჯონსონმა ჩაშალა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წელს მშვიდობის შანსი დასავლელი პარტნიორების ჩარევის გამო დაიკარგა. ბაბიშმა მოლაპარაკებების ჩავარდნაში პირდაპირ დაადანაშაულა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჯონსონი. მისი თქმით, ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა და ომის სწრაფად დასრულების შანსი დაიკარგა. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ევროპა მარტო ვერ ახერხებს ომის შეჩერებას. ის ტრამპს მშვიდობის მიღწევის მთავარ მოთამაშედ ასახელებს. ცალკე, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლებისკენ, რადგან ამას ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის აუცილებელ პირობად მიიჩნევს. მან განაცხადა, რომ ევროპის ძირითადი სახელმწიფოების ლიდერებს შეუძლიათ პუტინთან მოლაპარაკება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)