21:25 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-08 09:25:28, 12104 ნახვა

სპორტი
ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟთა მოკლე პროგრამა იყო იმის განმსაზღვრელი, თუ ვინ მოიპოვებდა გუნდურის ფინალში გამოსვლის უფლებას. ამ მხრივ, ნიკა ეგაძის გამოსვლას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.

სწორედ მის ასპარეზობაზე იყო დამოკიდებული ვიხილავდით თუ არა საქართველოს ნაკრებს ფინალურ და შესაბამისად საუკეთესო ხუთეულში.

ერთი დღით ადრე სპორტულ ცეკვებში, სპორტულ წყვილებში და ქალთა ერთეულებში გამომუშავებული 20 ქულით საქართველოს ნაკრები აშშ-ის, იაპონიის და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო. ასე რომ, აუცილებელი იყო ხუთეულში ადგილის შენარჩუნება.

ნიკა ეგაძეს - ევროპის მოქმედ ჩემპიონს სტარტზე მცირე ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მაინც მოუპოვა.

ნიკა ეგაძემ მსაჯებისგან 84.37 ქულა დაიმსახურა, უძლიერეს ათეულში მეექვსე ადგილზე გავიდა და 5 ქულა გამოიმუშავა.

შედეგად, საქართველოს გუნდმა მოკლე პროგრამაში 25 ქულა დააგროვა და შესაბამისი მაჩვენებლით აშშ-ის, იაპონიის, იტალიის და კანადის შემდეგ გუნდური მეხუთე ადგილი დაიკავა.

მეხუთე ადგილი კი ფინალში ასპარეზობის საგზურის მომტანი იყო. საქართველოს ნაკრები გუნდურში ასპარეზობას აგრძელებს.

ცოტა ხანში თავისუფალი პროგრამით წარდგება დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics