|
2026-02-07 15:18:38, 1054 ნახვა
მსოფლიო
ირანის ხელისუფლება BBC Persian-ის თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების გამო ემუქრება
BBC Persian-ის რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა მათი ოჯახის წევრებს დაპატიმრებითა და ქონების კონფისკაციით დაემუქრნენ, თუ ისინი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ რეპორტაჟებს არ შეწყვეტენ. The Guardian-ის ცნობით, რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურებმა იციან ამ ჟურნალისტების ზუსტი საცხოვრებელი და სამუშაო მისამართები ლონდონში, სადაც BBC Persian-ის შტაბ-ბინაა განთავსებული. აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბრიტანეთის დედაქალაქში ყოფნისა, ისინი ირანული დაზვერვის „სამიზნედ“ რჩებიან. ზოგიერთი ჟურნალისტი დამატებით უსაფრთხოების ზომებს იღებს, ზოგი კი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო ნათესავების ფინანსური სირთულეების გამო. BBC Persian-ის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ირანში მისი ოჯახი გააფრთხილეს, რომ „მათთვის ლონდონიც კი არ არის უსაფრთხო“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)