|
2026-02-06 10:40:01, 1394 ნახვა
სამართალი
ერთ თვეში რეჟიმმა სუს-ში ხელფასი მეორედ გაზარდა, მათ შორის მდინარაძის ხელფასი - ₾15 945-მდე
ამ წელს უკვე მეორედ გაიზარდა სუს-ის თანამშრომელთა ხელფასი - შესაბამის დადგენილებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი. 4 თებერვლის 41-ე დადგენილების მიხედვით, ცვლილება შევიდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა და ხელფასზე დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის 387-ე დადგენილებაში. დოკუმენტის მიხედვით დადგენილება 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში. მაგალითად, მდინარაძის ხელფასი იანვარში იყო 15 170 ლარი (ეს თანხა როგორც საჯარო მოსამსახურეს, 10%-იანი ნაზრდის შედეგადაა), თებერვალში კი 15 945 ლარს მიიღებს - აქედან 255 ლარი წოდებისთვის განკუთვნილი ბონუსია (ბოლოს უსაფრთხოების მაიორად დააწინაურა კობახიძემ). მდინარაძის პირველ მოადგილეს, ლაშა მაღრაძეს ხელფასი 13 370 ლარიდან 14 995 ლარამდე გაეზარდა. დანარჩენ სამ მოადგილეს კი 12 230-დან 13 385 ლარამდე. სახელფასო ანაზღაურება შეიცვალა ასევე უწყების ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და დეპარტამენტებშიც.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)